ქუცნაშვილს თავშეკავება მართებს, თორემ შესაძლოა ცხვირი წაიმტვრიოს – დავით საგანელიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძიე ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობის ლიდერი თავს უფლებას აძლევს და პრეზიდენტს უმრავლესობის სახელით ესაუბრება.
“პრეზიდენტთან ჩემს მიერ მოლაპარაკებების წარმართვა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ამის შემდეგ, რამდენიმე შეხვედრა მქონდა ე.წ. უმრავლესობის ბიუროსთან, რომელსაც ესწრება ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი, მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები. ყველა დეტალი და ნიუანსი გავიარეთ. ქუცნაშვილს ვუსურვებდი, რომ ის ახალგაზრდა კაცია და მეტი დაფიქირება, თავშეკავება, გუნდურობა და სიტყვების მოზომვა მართებს, იმიტომ, რომ შეიძლება ცხოვრებაში ცხვირი წაიმტვრიოს. არ მინდა, რომ ახალგაზრდა კაცმა, ასეთი შეცდომები დაუშვას. მას ისე უნდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, რომ სურვილმა ზომიერება და ტაქტი დააკარგვინა და ტყუილებიც იკადრა. ქუცნაშვილი ყოველთვის ცდილობს დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს, მაგრამ რას თამაშობს თვითონაც არ იცის. რაკი ქუცნაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს, კრიტერიუმები მას რომ მოვარგოთ ასე არ გამოვა და არ იქნება მართებული“, – განაცხადა საგანელიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments