“მაკდონალდსის” ჰამბურგერმა უვნებლად 979 დღე “გაძლო”

მაკდონალდსის ჰამბურგერი
მარცხნივ: ახალი ჰამბურგერი, მარჯვნივ კი – 12 წლის წინ ნაყიდი.

აშშ–ს ჯანსაღი კვების კონსულტანტმა კარენ ხარახანმა 1996 წელს უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყო – გადაწყვიტა შეენახა “მაკდონალდსში” ნაყიდი ჰამბურგერი მანამდე, სანამ არ გაფუჭდებოდა. ექსპერიმენტი მხოლოდ 12 წლის შემდეგ დასრულდა! ამ დროის  განმავლობაში ჰამბურგერი არც გაფუჭებულა და არც მატლი გასჩენია, მხოლოდ შეხმა.

კარენის ექსპერიმენტი მრავალმა ამერიკელმა  გაიმეორა. მაგალითად, ფოტოფრაფმა სალი დევისმა ჰამბურგერი და კართოფილი ფრი 979 დღის განმავლობაში შეინახა – საკვები ოდნავაც არ გაფუჭებულა. სალის ექსპერიმენტის შემთხვევაშიც ჰამბურგერი და კარტოფილი მხოლოდ შეხმა და გაქვავდა. სალი დევისი “მაკდონალდსის” საექსპერიმენტო საკვებს ფოტოსურათებს ყოველკვირა  უღებდა  და Flickr–ზე არსებულ საკუთარ პროფილზე აქვეყნებდა.

Day 979 ©Sally Davies

როგორც კარენ ხარახანი ამტკიცებს, “მაკდონალდსის” საკვები იმიტომ არ ფუჭდება, რომ გაჯერებულია მარილით და კონსერვანტებით. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აღნიშნული სწრაფი კვების ობიექტის საკვების “უკვდავებას” უზრუნველყოფს, გენმოდიფიცირებული პროდუქტებია, რომელთა გამოყენება აშშ–ში კანონით ნებადართულია.

ის რომ “მაკდონალდსი” კონსერვანტების ფართო სპექტრს იყენებს, შემდეგი სურათიდანაც ნათლად  ჩანს. საქმე იმაშია, რომ მოხუც ამერიკელს თაროზე შემოდებული “მაკდონალდსის” სტანდარტული პორცია ერთი წლით დაავიწყდა. როდესაც ჯოან ბრუსკომ სამზარეულოში შემთხვევით აღმოაჩინა დავიწყებული საუზმე, ძალზე გაოცდა, თუმცა  მეტად გაოგნებული იმის გამო დარჩა, რომ არც ჰამბურგერი და არც კარტოფილი–ფრი გაფუჭებული არ იყო!

რა თქმა უნდა, ექსპერიმენტებს  “მაკდონალდსისთვის” შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. კომპანიამ ჩვეულ სტილში განაცხადა, რომ მათთან ყველაფერი რიგზეა, ხოლო ექსპერიმენტის ავტორებთან სახლში  ძალზე მშრალი ჰაერია.

premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments