II მსოფლიო ომში დაკარგული 20 ქართველი ჯარისკაცის ნეშტი აღმოაჩინეს

მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის ნეშტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ამ საკითხზე დოკუმენტაცია საქართველოს საერთაშორისო კავშირმა “გამარჯვების მემკვიდრეები” მიაწოდა.

კუვშინოვოს სოფელში იყო სამხედრო აეროდრომი, სადაც 1942 წელს დაიღუპნენ მეომრები. დღესდღეობით ამ ადგილას მიმდინარეობს კვლევა დაღუპულების აღმოსაჩენად.

ასევე, საძიებო რაზმ “კურგანში”   გადაცემულია დიდი სამამულო ომის დროს ქ. გორკის (ნიჟნი-ნოვგოროდის) ჰოსპიტალებში გარდაცვლილ ჯარისკაცთა წიგნი. წიგნში არის ქართველი ჯარისკაცების მონაცემები, რომლების სახელებიც არსად არის ასახული ან ითვლებიან უგზოუკვლოდ დაკარგულებად, შესაბამისად, მათი ოჯახის წევრებმა დღემდე არ იციან თავიანთი
ახლობლების ბედის შესახებ.

ვაქვეყნებთ სიას ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტის მიხედვით, თუ შეძლებთ ამოიცნოთ თქვენი ოჯახის წევრი,დაუკავშირდით საერთაშორისო ასოციაცია “გამარჯვების მემკვიდრებიის” წარმომადგენლებს: ტელ: 2 64 87 72; ელ.ფოსტა: Olegi.jolia@gmail.com”, – ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

ქ. გორკის ჰოსპიტალებში გარდაცვლილ ქართველ ჯარიკსაცთა სია:

 1) ბოკუჩავა ვარლამ იასონის ძე 1921 დ.წ., აბაშას რაიონი, სოფ. ნორიო (საბოკუჩაო)

  2) ორენდაული არსენი 1911 დ.წ., კალან-ტანა, სოფ. ალუანი.

3) სკულუხია (სხულუხია?) ლეონტი პანტელეის ძე, 1921 დ.წ., ქ. ზუგდიდი

4) ნანაბიშვილი მიფი ილარიონის ძე, 1925 დ.წ., სიღნაღის რაიონი

5)აბხაიძე აპოლონი არსენტის ძე, 1902 დ.წ., ქ. ქუთაისი

6) ლამინოშვილი სემიონი (სიმეონი/სიმონი?) ლეონტის ძე, 1916, სოფ. ხაშური

7) ამიროზაშვილი ლევო, 1922 დ.წ.,თბილისის რაიონი, სოფ. ხანდუკი (ხანდოკი?)

8) კილოსანია შოთა ლუკას ძე, 1919, ქ. ზუგდიდი

9) ტრუიძე (თრუიძე/ფრუიძე) ლევანი კონსტანტინეს ძე, 1925, ქ. თბილისი

10) ზაკოლოშვილი (?) მიხეილ ლევანის ძე, 1917 დ.წ., ბორჩალის რაიონი, სოფ. წერაქვი

11) კანდელიძე ჰასან ალილოს ძე. 1901, ქობულეთის რაიონი, სოფ. ჩანი (?)

12) შარვაშიძე გიორგი ლეონტის ძე, 1926, ქ.ქუთაისი

13) ტალახაძე შოთა, 1921, თბილისი

 14) მუმლაძე აკაკი გალაქტიონის ძე, 1923, ქ.ჭიათურა

15)გამყრელიძე გიორგი გერასიმეს ძე, 1918, ონის რაიონი სოფ. კომანდელი (?)

16) გორგაძე (გარგაძე) ზექერია (ზაქარი), 1916, კოდა, სოფ. კეგულა (?)

17) პერტახია ვალიკო, 1914, აბაშას რაიონი, სოფ. შერაკი (?)

18) გოგიშვილი შალვა მაკარის ძე, 1897, აბაშას რაიონი

 19) ფრუიძე ლევან კონსტანტინეს ძე, 1925 დ.წ., თბილისი

20) ჩუბილიძე (ჩუბინიძე?) პეტრე პარამონის ძე, 1920, ჭიათურის რაიონი”

ს. კუვშინოვოს სრულის სიის სანახავად გადადით ბმულზე   imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments