ძაღლებს ტელეპატიის უნარი აღმოაჩნდა

მეცნიერებმა  ექსპერიმენტების სერიის შემდეგ დაასკვნეს, რომ ოთხფეხა მეგობრები  არა მხოლოდ ადამიანის ერთგულნი არიან, არამედ მისი აზრების წაკითხვაც შეუძლიათ.

ასე, ერთ–ერთი ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ძაღლებს ჩვენი რეალობის აღქმა ეხერხებათ. მეცნიერბმა ძაღლი და ადამიანი ოთახის სხვადსხვა მხარეს მოათავსეს. მათ წინ  ორი ერთნაირი სათამაშო დადვეს, ისე რომ ძაღლი ორივეს ხედავდა, ხოლო პატრონი მხოლოდ ერთ–ერთს. ბრძანების შემდეგ ძაღლს უშუალოდ ის სათამაშო მოჰქონდა, რომელსაც პატრონი ხედავდა. თუ ის ზურგს აქცევდა მას და ასე იმეორებდა ბრძანებას, ძაღლი  თავისი სურვილისამებრ არჩევდა, თუ რომელი სათამაშო მოეტანა მისთვის.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ცხოველებიდან მხოლოდ ძაღლებს ესმით საჩვენებელი თითის ჟესტები.  მსგავსი ურთიერთგაგება ევოლუციის დროს განვითარდა, როდესაც ოთხფეხა მეგობრები ადამიანებს ნადირობაში ეხმარებოდნენ, მიაჩნიათ მეცნიერებს.

მათ ასევე დაადგინეს, რომ გულჩაკეტილი ადამიანების ძაღლები ხშირად გამოირჩევიან ცუდი ქცევით, კერძოდ: ღრღნიან ავეჯს, გამუდმებით იყეფებიან და სახლში პერიოდულად “გუბეებს” ტოვებენ. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანებთან ურთიერთობებისგან თავის არიდებით პატრონები ოთხფეხა მეგობარს დაუცველობის გრძნობას უსახავენ, რაც მათში ქცევით აშლილობას იწვევს. თუ პატრონი  თერაპიის კურსის შემდეგ უფრო ღია და კეთილგანწყობილი ხდებოდა საზოგადოების მიმართ, მისი შინაური ცხოველის ქცევაც უკეთესობისკენ იცვლებოდა.

premiumi.ge

 

image_pdfimage_print

Comments

comments