ბიძინა ივანიშვილი ნარმანიას პატიოსნებაში დარწმუნებულია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ მერიაში ტრაგიკული საკადრო შეცდომებია და ეს კონვეიერის სახეს მიიღებს, ნარმანიას მიმართ კითხვები დაისმება.
“სამწუხაროა, რაც მერიაში მოხდა. მეორე მხრივ, კარგია, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს ასეთ ფაქტებზე შესაბამისი რეაქცია აქვს. საზოგადოდ, საკადრო პოლიტიკა მარტივი არ არის. ზოგჯერ, როცა გგონია, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთე, ის მცდარი აღმოჩნდება. არ მგონია, ნარმანიამ საკადრო კუთხით რაღაც საოცარი შეცდომები დაუშვა. საერთოდ, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, კადრების საკითხი პრობლემურია, რადგან თავად კადრების კვალიფიკაციის საკითხი პრობლემურია. საჯარო მოხელეების შერჩევა არ არის მარტივი. ვიმეორებ, ცუდია, რაც მერიაში მოხდა, მაგრამ კარგია, რომ გამოამჟღავნეს. თუ მერიაში ტრაგიკული საკადრო შეცდომებია და ეს რაღაც კონვეიერის სახეს მიიღებს, ნარმანიას მიმართ კითხვები დაისმება. თუმცა, ეს პირველი ფაქტია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

image_pdfimage_print

Comments

comments