დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე უკრაინის გენპროკურორის ვიქტორ შოკინის პირველ მოადგილედ დაინიშნა, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო “რკბ.უკრაინა” ავრცელებს.
“გენერალური პროკურორის მოადგილედ ორი ადამიანი დავნიშნეთ. ერთ-ერთი მათგანი დავით საყვარელიძეა. ის კადრების განყოფილებას უხელმძღვანელებს და ევროინტეგრაციასთან და პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრა დაევალება”,- განაცხადა შოკინმა.
უკრაინის გენპროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ საყვარელიძეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესება დაევალება. “ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ ამ ადამიანებს სანქციები არ შეჩერებოდათ. იმედი მაქვს, ისინი მალე წავლენ “შვებულებაში”,- განაცხადა გენპროკურორმა.

image_pdfimage_print

Comments

comments