ჩინეთში ჰაერისგან ბენზინის წარმოებას დაიწყებენ ?

ჩინელმა მეცნიერებმა ბენზინის წარმოების უნიკალური მეთოდი შექმნეს. რკინის ნანონაწილაკების ბაზაზე შექმნილი კატალიზატორი ნახშირჟნგსა და წყალბადს ნახშირბადების ნარევად გარდაქმნის, რომელიც ბენზინთან  მაქსიმალურად მიახლოებულია.

” СО2–გან ბენზინის მიღება არა მხოლოდ კლიმატის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს, არამედ სასარგებლო წიაღისეულის  შემცირების პრობლემასაც გადაჭრის. ბოლო 200 წლის განმავლობაში ნახშირი, ნავთობი და აირი ცივილიზაციის მამოძრავებელი ძალა იყო, თუმცა საწვავის მასობრივმა მოხმარებამ ჰაერში СО2 მომატებას შეუწყო ხელი. ჩვენი მეთოდი კი ატმოსფეროს და კლიმატის პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.” – აცხადებენ დალიანის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერები.

ჩინელი მეცნიერების მიერ შექნილი კატალიზატორი პრაქტიკულად სრულად გარდაქმნის ნახშირმჟავას ნახშირბადად, რომელიც ბენზინის და საწვავის სხვა სახეობების ძირითადი შემადგენელია. ანუ ნახშირმჟავის 96% გარდაიქმნება ბენზინის ანალოგად, ხოლო  4%  კი – მეტანად.

Nature Communications.

 

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments