“კაფეს ნაცვლად სასადილოში წამიყვანა” – ყველაზე ცუდი პაემნების სია

პაემანი რომანტიული ისტორიის საწინდარი ყოველთვის როდია, ზოგჯერ ეს მხოლოდ  მშვენიერი მეგობრობის დასაწყისია,  ან  უბრალოდ გემრიელი ვახშამი სასიამოვნო პიროვნების გარემოცვაში. ზოგჯერ კი პაემანი ცხოვრებაში ყველაზე არასასიამოვნო დღედ შეიძლება იქცეს. 

არა ალკოჰოლს!

„ ერთმანეთი  „ფეისბუკზე“ გავიცანით, დავნიშნეთ შეხვედრა.  ერთი საათით დაიგვიანა, 8–ჯერ დამირეკა დასაზუსტებლად, თუ სად მდებარეობს ბარი, რომელშიც  ველოდებოდი. როდესაც შემოვიდა, არყის სუნით ყარდა.  პირდაპირ განმიცხადა, რომ ღელვის ჩასაცხრობად დალია. ამის მიუხედავად  არაყი  კვლავ შეუკვეთა, ჩემთვის კი ღვინო აიღო. ტაქსისკენ გავექანე, თუმცა დამეწია და ხელში აყვანა სცადა. საშინლად შემრცხვა!“

ანა, 34 წლის.

„გაცნობის საიტზე სავსებით ნორმალური და საყვარელი ადამიანი ჩანდა. შევთანხმდით, რომ შემომივლიდა და სადმე გავისეირნებდით. ნასვამი მოვიდა და ლუდისთვის  ფული მთხოვა. მივეცი. ამოვიდა ლუდით სავსე ერთჯერადი ჭიქით და ვარდით ხელში.  ხურდა დამრჩა და გიყიდეო.“

ემილია, 34 წლის.

„ ჩემს ცხოვრებაში სულ ერთხელ შევხდი ადამიანს, რომელიც ინტერნეტში გავიცანი. როდესაც შევხვდი, საკმაოდ თავდაჯერებულ, 40 წლის მამაკაცად მომეჩვენა. თუმცა პაემანზე ,,რაინდი” ისე დათვრა, რომ როდესაც ჩემთან ამოვედით, ხალიჩაზე მოშარდა. როგორც თქვა აღნიშნული ძლიერი ღელვისგან მოუვიდა.“

სოფი, 32 წლის.

ეკონომია თქვენს ხარჯზე

“პარასკევ საღამოს ერთ ახალგაზრდა მამაკაცთან პაემანი დავნიშნე. მანქანით შემომიარა. ამ მანქანაში ერთი საათი ვიყურყუტეთ. მე ფაქიზად შევაპარე კითხვა, ყავა სადმე ხომ არ დაგველია? მიპასუხა, რომ გადასარევი აზრია, თანაც მახლობლად ბენზინგასამართ სადგურზე შენიშნა ყავის მიტანის სერვისი. იმ საღამოს შემდეგ ზარებზე აღარ მიპასუხია.“

კატარინა, 31 წლის

“პაემანზე ვახშმის დროს ავღნიშნე, რომ ბანკში ვმუშაობდი. ვახშმის შემდეგ, როდესაც ანგარიში მოიტანეს, მკითხა: ,,არ გინდა შენ გადაიხადო ჩემს მაგივრად? ალბათ, ფული თავზე საყრელი გაქვს, რადგან ბანკში მუშაობ.“ სხვათაშორის, სერიოზულად თქვა.“

პაოლა, 27 წლის

„ქალაქის ქუჩებში რამოდენიმე საათი ვიხეტიალეთ, მთელი ამ დროის განმავლობაში ვისმენდი ამბებს ვერაგი და ხარბი გოგონების შესახებ, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მისი ბინა ქალაქის ცენტრში. კიდევ კარგი დედა იგერიებს მათ შემოტევებს, თორემ დიდი ხნის წინ აღმოჩნდებოდა ქუჩაში. ფეხები დამეღალა, მომბეზრდა მისი საუბრები დედასა და საცოლეებზე და მოვიმიზეზე, რომ დაქალს შევპირდი დახმარებას რაღაც საქმეში. ამის შემდეგ ჩემგან კიდევ მესიჯს ელოდებოდა. შემდეგ კი მომწერა: „ ძალიან დამწყდა გული, არადა მომეწონე.“

ოლგა, 25 წლის

„თავდაპირველად  განმიცხადა, რომ ჩემი წილი უნდა გადამეხადა, ხოლო როდესაც ნახა, რომ მხოლოდ სალათი და ჩაი მივირთვი, თქვა: ,,არა უშავს, თავად გადავიხდი ყველაფერს. ,, ამაზე უარი განვაცხადე, გადავიხადე და ხურდა ოფიციანტს დავუტოვე. ხურდა კი მან მიითვისა.“

ლანა, 31 წლის

სიურპრიზების მოყვარულები

„კლუბში დამპატიჟა, თუმცა რომელში, არ მითხრა, სიურპრიზიაო. შედეგად აღვმოჩნდით დაწესებულებაში „მათთვის, ვინც 30 გადასცდა”, თუმცა მე იმ დროს 20 წლის ვიყავი, ,,რაინდი” კი ცოტა მეტი. კლუბში მისი და და მეგობარიც გამოცხადდნენ, თან ფოლგაში გახვეული ქათამი მოიყოლეს და სიხარულით წარმოთქვეს:“რა მაგარია, რომ აქ  საკუთარი საჭმელით უშვებენ!“ ამის შემდეგ თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი – ერთი საღამოსთვის ძალიან ბევრი სიურპრიზი იყო.“

ჯენი, 35 წლის

„კულტურული ყმაწვილი იყო, თეატრის შესახებ ყველაფერი იცოდა, თითქმის ყველა სპექტაკლი ჰქონდა ნანახი. კაფეს ნაცვლად სასადილოში წამიყვანა, ხვრეპა–ხვრეპით ჭამდა. შემდეგ მსხვილ სავაჭრო ცენტრში, შემიყვანა ძალიან ძვირიან მაღაზიაში და ყველაზე ძვირი წინდები იყიდა – თავისთვის! ფინალურ აკორდად კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება იყო – ჩვენ პარტიული აქტივის სხდომაზე მივედით. როგორც აღმოჩნდა, ერთერთი პარტიის წევრი იყო. ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე უარესი უქმე დღეები აღმოჩნდა.“

ბრიჯიტი, 30 წლის

„სტუმრად დავპატიჟე. როდესაც მოვიდა, ფეხებზე გაიხადა და … შოკში ჩავვარდი – წითელი დახეული წინდები ეცვა, ოფლის ლაქები აშკარად ეტყობოდა… იფიქრა, რომ ეს სანახაობა ვერ შევნიშნე. სასტუმრო ოთახში შევიდა და ფეხები ხალიჩის ქვეშ დამალა! ისე იჯდა ვითომც არაფერი, მის წინ კი ამობურცული ხალიჩა იყო. მოკლედ, ყველა გრძნობა იმწამსვე უკვალოდ გამიქრა.“

მონიკა, 23 წლის

„პაემანზე მწვადი შეუკვეთა, ხახვით. როგორც კი შეჭამა, საკოცნელად წამოიწია. ზიზღიანი არ ვარ, სპეციფიურ პროდუქტებსაც გვერდს არ ვუვლი, ძალიან მიყვარს ნიორიც. მაგრამ ამჯერზე ეს მანევრი ნამდვილად   მოულოდნელი იყო – არ ველოდი თუ  სამწვადეში მაგიდის იქით გადაიწაფებოდა საკოცნელად, თანაც ხახვის შემდეგ!

მილენა, 28 წლის

საუკეთესო საჩუქრის მოლოდინში

„ ერთ–ერთ პაემანზე შეყვარებულმა პატარა საჩუქარი მომართვა. მცირე ზომის კოლოფი სასაჩუქრე ქაღალდში იყო გახვეული. მადლობა გადავუხადე. ასე ნუ გიხარია, ბეჭედი არ არისო. კოლოფში ბრელოკი აღმოჩნდა, ჩემი სიხარული კი აორთქლდა.“

მარგო, 29 წლის

„ეს პაემანი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უარესი იყო. დაბადების დღე ახლოვდებოდა. კაფეში ვისხედით, საზეიმო გამომეტყველებით შეყვარებული მეუბნება:“ შენთვის საჩუქარი მაქვს. რადგან ხშირად ცივდები, გჩუქნი …ცვირსახოცს!“ ჯერ გაჩუმებული ვუყურებდი, შემდეგ კი ისტერიული სიცილი დავიწყე. შეყვარებულს ძალიან ეწყინა, რეალურად ვერ მიხვდა, თუ რა შეეშალა.“

ელინა, 27 წლის

WMJ

image_pdfimage_print

Comments

comments