პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე წარადგინა.
ამის შესახებ მან დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატს პოსტზე დასამტკიცებლად სულ ცოტა, 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე თვეში ეწურება.

image_pdfimage_print

Comments

comments