ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს. მან არჩევნების მეორე ტურში ზიმბაბვეს მიერ წარდგენილ კანდიდატს, ქვეყნის ტურიზმის მინისტრს უოლტერ მზემბის მოუგო. პოლოლოკაშვილ,ა 18 ხმა მიიღო, მზემბიმ კი 15. ზურაბ პოლოლიკაშვილი ესპანეთში საქართველოს ელჩი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ქვეყნის წარმომადგენელია.

პირველ ტურში პოლოლიკაშვილი 8 ხმით მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი კი 11 ხმით ზიმბაბვეს მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა უოლტერ მზემბიმ დაიკავა. კანდიდატები წარადგინეს ასევე ბრაზილიამ, კოლუმბიამ და სამხრეთ კორეამ. ამ თანამდებობაზე წარდგენილ ხუთ კანდიდატს შორის პოლოლიკაშვილი ევროპის ერთადერთი წარმომადგენელია.

ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით აირჩიეს.

“აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი არჩეულია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე. საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვან მმართველ თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატურის არჩევა ხაზს უსვამს საქართველოს როლს და მის მისწრაფებას წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მმართველობის განხორციელებაში.,-ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ზურაბ პოლოლიკაშვილი  ესპანეთში საქართველოს ელჩი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ქვეყნის წარმომადგენელია.

http://1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments