ბარონ მიუნჰაუზენის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ – ალასანია სააკაშვილზე

ბარონ მიუნჰაუზენის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„ირაკლი ალასანიამ შეაჩერა ჩვენ მიერ დაწყებული სამხედრო წარმოება“, — აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
„ბარონ მიუნჰაუზენის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ“, — განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
კითხვაზე — შეხვდა თუ არა ირაკლი ალასანია ნაცმოძრაობის წარმომადგენელს, გიორგი ბოკერიას და მართავს თუ არა კონსულტაციებს ნაცმოძრაობასთან, „თავისუფალი დემოკარტების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ხსენებულ პარტიასთან არანაირი პოლიტიკური კონსულტაციები არ არსებობს და ბრძოლლის გაგრძელებას დამოუკიდებლად აპირებს.

image_pdfimage_print

Comments

comments