ჭართალში მოსახლეობამ მაღალი ძაბვის გადამცემის მონტაჟი გააპროტესტა

დუშეთის რაიონის სოფელ ჭართალში შეკრებილმა მოსახლეობამ, რომელიც სოფელში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მონტაჟს აპროტესტებს, სოფლის სასაფლაოზე გადაინაცვლა, სადაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მონტაჟის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

მოსახლეობის გამოჩენის შემდეგ, მუშებმა მძიმე ტექნიკის მუშაობა შეაჩერეს. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ვითარება დაძაბულია, თუმცა ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება არ მომხდარა. ადგილობრივები მუშებსა და სამართალდამცველებს ხმის გამაძლიერებლით მიმართავენ და ადგილის დატოვებას სთხოვენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი განეიტრალება მოახერხეს. აქციის მონაწილეების თქმით, სოფელში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დამონტაჟება მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემებს შეუქმნის.რამდენიმე დღის წინ, მოსახლოებამ ელექტროგადამცემი სახიზ მშენებლობა დუშეთში, სოფელ ხანდოსხევშიც გააპროტესტა.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments