ხაჯიმბა გაერო-სგან აფხაზეთის აღიარებას ითხოვს

xajimbaსოხუმში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის საქართველოში, ნილ სკოტის და ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მორიგი შეხვედრა გაიმართა.

“მოდით, მოვილაპარაკოთ ასე: თქვენ ჩვენ გვაღიარებთ! და თქვენი დახმარება უფრო ქმედითი იქნება. საქართველო იძულებული იქნება, გვაღიაროს. არ გვინდა მარტო დახმარება. გამოდის, რომ გვმართავთ. არ გვაძლევთ ჩარჩოებიდან გამოსვლის საშუალებას. რუსეთის ფედერაციაც ძალიან გვეხმარება”, – ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

ოკუპირებულ აფხაზეთში გაერო-ს მხარდაჭერით 3 ორგანიზაცია საქმიანობს – სოფლის მეურნეობის, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში. ინფორმაციას АпсныПресс-ი ავრცელებს.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments