გარდაბანში ბოცვერების ფერმა აშენდება

სულ მალე სავაჭრო ქსელში ბოცვერის ხორცი ახალი ბრენდის სახით გამოჩნდება. როგორც კომპანია „თეთრი ქუდის” ყოფილი ხელმძღვანელი ვანო იოსელიანი აცხადებს,   უკვე დასრულებულია ფერმის მშენებლობა, ამ დროისთვის კი ცხოველების მომრავლება მიმდინარეობს. ზაფხულის ბოლომდე ფერმაში 10 000 სულამდე ბოცვერს გამოიყვანენ, ხოლო  წლის ბოლომდე  კომპანია არსებული ფერმის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.

იოსელიანი აცხადებს, რომ კომპანია „ჩემი რანჩო” ბოცვრის ხორცს ბაზარზე სხვადასხვა სახით წარადგენს. იქნება როგორც მთლიანი, ასევე დაჭრილი და დაფასოებული ფილეები, ბარკლები და სხვა, რაც მომხმარებელს ყველაზე ჯანრთელ, დიეტურ და სასარგებლო ხორცის პროდუქტზე მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის არჩევანში ფასსა და ასორტიმენტზე. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, პროდუქცია ბაზარზე „ჩემი რანჩოს” ბრენდით გაიყიდება. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ის,  რომ ბოცვრის ხორცი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კონკურენტული იქნება.

როგორც ცნობილია, ფერმა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. პროექტი ქართული ინვესტიციით ხორციელდება და ის საშუალოვადიან პერიოდში ჯამში 5 მილიონი დოლარი ჯდება. პირველ ეტაპზე პროექტში 1 მლნ დოლარამდეა ინვესტირებული. შეგახსენებთ, ვანო იოსელიანმა სოკოს ბიზნესიდან მებოცვრეობაში გასული წლის ბოლოს გადაინაცვლა.

commersant.ge

 

image_pdfimage_print

Comments

comments