პოლონეთი ლტოლვილების მიღებაზე უარს აცხადებს

1442331630-8933პოლონეთი უარს ამბობს, ევროკავშირის პროგრამით, დევნილთა განსახლებაში მიიღოს მონაწილეობა. გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბეატა შიდლომ ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანამდე პრემიერმა ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. პოლონეთის მოსახლეობის სამი მეოთხედი დევნილების მიღებას ქვეყნის ტეროტორიაზე ეწინააღმდეგება.

„ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა სახის ჰუმანიტარულ ღონისძიებაში, ვეხმარებით დევნილებს, ვუწევთ მათ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ არ ვეთანხმებით პოლიტიკას – აიძულო ქვეყანა, მიიღოს გარკვეული რაოდენობის დევნილი თავის ტერიტორიაზე“, – ამბობს პოლონეთის პრემიერი.

ევროკომისარი მიგრაციის, შინაგან და სამოქალაქო საქმეთა საკითხებში დიმიტრიუს ავრამოპულოსი აცხადებს, რომ ევროკომისია ივნისში აპირებს პოლონეთს და უნგრეთს სანქციები დაუწესოს, თუკი ისინი ერთი თვის განმავლობაში არ მიიღებენ ლტოლვილებს, რომლებიც ამ ეტაპისთვის იტალიისა და საბერძნეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. „მე მოვუწოდებ ამ ქვეყნებს ახლავე დაიწყონ ლტოლვილთა გადაყვანა თავიანთ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ავრამოპულოსმა  სტრასბურგში გამართულ მორიგ შეხვედრაზე.

2015 წლის სექტემბერში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, თავის წევრ ქვეყნებში, დაახლოებით 120 000 ლტოლვილს მისცეს საცხოვრებელი.

 

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments