ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა

პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები – დათვები და მგლები არიან. ვოლიერის ფართობი 1 ჰა-ზე მეტრია და მასში ჯერ-ჯერობით სამი დათვი და ოთხი მგელი ბინადრობს. ვოლიერის ფართობი 1 ჰა-ზე მეტია. ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია 4 მგელი და 3 დათვი.

ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე (გმირთა მოედნის მიმდებარედ) ადგილის სიმცირის გამო (5 ჰა) შეუძლებელია შემდგომი განვითარება – ცხოველების კოლექციის გამდიდრება და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ახალი ტერიტორია (48 ჰა) საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენების შესაძლებლობას იძლევა – დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება.  არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის, დამთვალიერებლისთვის კი  მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები დათვები და მგლები იქნებიან. დათვი ერთ-ერთი პრობლემური სახეობაა საქართველოში – დატყვევებულ დათვებს კერძო პირებთან, ან სხვადასხვა დაწესებულებაში, აუტანელ პირობებში უწევთ არსებობა. ახალ ვოლიერში დაახლოებით 10 მათგანს შევიფარებთ და დავიხსნით გაუსაძლისი ყოფისგან. გარდა ამისა, ვგეგმავთ დაობლებული ბელების ბუნებაში დაბრუნების პროგრამის განხორციელებას. სპეციალურად პატარებისთვის აგებულ ვოლიერში მოხდება ცხოველის რეინტროდუქციისთვის მომზადება მისი ბუნებაში დაბრუნების მიზნით. ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გარემოსდაცვით საქმიანობაში. დიდი მადლობა გერმანიის მთავრობას, რომ მოგვცა ჩვენი გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობა“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

მალე აქ ბინას ის დათვებიც დაიდებენ, რომლებსაც სხვადასხვა დაწესებულებებთან გალიებში ვხვდებით. უახლოეს პერიოდში ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 48 ჰექტარია ირმებსა და ნიამორებსაც გადმოიყვანენ.  ვოლიერი ზოოპარკის თანამშრომლებთან ერთად დედაქალაქის მერმა, გარემოს დაცვის სამინისტოს წარმომადგენლებმა და გერმანიის ელჩმა ოფიციალურად გახსნეს.

ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე, ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

 

image_pdfimage_print

Comments

comments