სომხეთის მთავრობა გადადგა

სომხეთიდღეს სომხეთის მეექვსე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი და კათოლიკოსი გარეგინ მეორე. სხდომას თავმჯდომარეობდა პარლამენტის უხუცესი წევრი კნიაზ ჰასანოვი. 

სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, მეექვსე მოწვევის პირველ სხდომაზე სომხეთის მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს, შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მთავრობა დაითხოვა.კონსტიტუციის თანახმად, სარქისიანმა 10 დღის განმავლობაში ახალი პრემიერ–მინისტრი უნდა წარადგინოს, რომლის დანიშვნიდან 20 დღის განმავლობაშიც მინისტრთა ახალი კაბინეტი უნდა შეიქმნას. ახალი მთავრობის შექმნამდე, მოვალეობების შესრულება დათხოვნილ მთავრობას ეკისრება.

“თქვენ  სახელმწიფოს მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პასუხისმგებლობა გაკისრიათ. ახალი სისტემა პარტიებს შორის უთანხმოებასა და კონფრონტაციას აგვაცილებს თავიდან.” –ასე მიამართა სომხეთის პრეზიდენტმა ახლად არჩეულ დეპუტატებს.  – ვაცხადებ, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსლების ფარგლებში ხელს შევუწყობ ამ სისტემის განვითარებასა და სწორ ფუნქციონირებას. ერთად ჩვენ შევძლებთ პარლამენტის როლის გაძლიერებას როგორც ქვეყანაში, ასევე მისი ფარგლებს გარეთ.”

 

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს გაიმართა. სომხეთის ისტორიაში პირველად საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდა. ეს პირველი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება და ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავიდა.

ცვლილებასთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმი 2015 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა, პროცესი კი ერთ წელიწადში დასრულდა, მაშინ, როცა ქვეყნის პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს უფლებამოსილება შეუწყდა. ის ბოლო პრეზიდენტი იქნება, რომელიც ხალხმა აირჩია. 2018 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, რომლის ხელშიც მთელი ძალაუფლება გადავა.

 

news.am

 

image_pdfimage_print

Comments

comments