მშობლებთან ცუდმა ურთიერთობამ 23 ქლის ქალი 318 კილოგრამამდე მიიყვანა

ნიკოლ ლიუსს მშობლებთან ნამდვილად არ გაუმართლა, არც რჩევით არც ალერსით არ ანებივრებდნენ. დღეს 23 წლის ნიკოლს 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მაგრამ მას ეშინია, რომ საკუთარი ჭარბი წონის გამო  მას რამე დაემართება და  ბავშვები ობლებად დარჩებიან…დღესდღეობით ნიკოლის წონა  318 კილოგრამს შეადგენს.

ბავშობიდანვე ნიკოლის ერთადერთი ნუგეში საჭმელი იყო.

“დედა ზედმეტად ემოციური იყო, როდესაც რამე არ მესომოდა, ყოველთვის მიყვიროდა. მე კი მამასთან მივდიოდი ფარეხში, მამა რამე სასუნავს მაძლევდა, ჩამოვმჯდებოდი და მივირთმევდი. ამრიგად უსაფრთხოების გრძნობა მეუფლებოდა”– განმარტავს ნიკოლ ლიუისი.

14 წლის ასაკში ნიკოლი უკვე 90 კილოგრამს იწონიდა. მშობლებთან ურთიერთობა კი მკვეთრად გაურესდა, რადგან ისინი კოკაინის მოხმარებას შეეჩვივნენ. 23-летняя мать двоих детей весит почти 318 килограммов и боится умереть

” კოკაინის გარეშე დედა და მამა ძალიან აგრესიულები ხდებოდნენ, დედას საათობით შეეძლო ყვირილი და ტირილი… ხოლო როდესაც ნარკოტიკს იღებდნენ, მე ვუყვიროდი მათ, ისინი კი ყურადღებას არ მაქცევდნენ.  ოთახში ვიკეტებოდი, ვტიროდი და ვჭამდაი. საჭმელი ჩემი ერთადერთი ნუგეში იყო. ამიტომ თითქმის გამუდემბით ვჭამდი.” –აცხადებს ნიკოლ ლიუისი.

ჭარბი წონა ნიკოლს ყოველდღიური საოჯახო საქმის გაკეთებაში უშლის ხელს, მეტიც, მას საკუთარი თავის მოვლაც პრობლემად აქვს ქცეული. ნიკოლი საშხაპეში ვეღარ  ეტევა, ამიტომ  მეუღლე ჩარლი  მას სახლის კარის წინ შლანგის მეშევობით ბანს.  ნიკოლს მხოლოდ ქირურგიული ჩარევის იმედი აქვს, რაც წონას მოუწესრიგებს და სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

 

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments