“გადადგომას არ ვაპირებ”

cms-image-000034113“გადადგომა ჩემს პოლიტიკურ გემოვნებას არ ემთხვევა“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობოებთან შეხვედრის დროს გააკეთა, სადაც თანამდებობის შესაძლო დატოვებაზეც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილს ეს კითხვა ექსპერტმა, ლევან ალაფიშვილმა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების შენარჩუნების კონტექსტში დაუსვა.

“კი ბატონო, გადადგომა გასაგებია, მაგრამ მეორე სერიაში რა ხდება?! რომ იცოდეთ, მე მეორე სერიაში აღარ გამოვდივარ, არ ვაპირებ კენჭისყრას თქვენს ვერსიაში. ამიტომ დალაგებული უნდა იყოს ვინ უნდა იყაროს კენჭი ჩემი გადადგომით შემდეგ. ბევრმა პოლიტიკოსმა მომიწოდა ამის გაკეთება. კენჭისყრას მათთან ერთად განვიხილავ – დავჯდები რას აპირებენ, როგორ აპირებენ და ვნახოთ” განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ზოგიერთი პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის რჩევით, საქართველოს პრეზიდენტი ვადამდე უნდა გადადგეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებით ხალხს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის საშუალება კიდევ 5 წლით გაუხანგრძლივოს.

image_pdfimage_print

Comments

comments