“დაიცავი კონსტიტუცია” ვენეციის კომისიას ღია წერილით მიმართავს

Картинки по запросу მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუცია"საზოგადოებრივი გაერთიანება ” დაიცავი კონსტიტუცია” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას წერილით მიმართავს. როგორც მოძრაობის წევრების აცხადებენ, ცვლილებების განხილვის დროს მოხდა განსხვავებულ აზრზე მდგომი სუბიექტების იგნორირება ყველა საკვანძო საკითხში და  არსებული საკონსტიტუციო პროექტი წარმოადგენს ერთი პოლიტიკური ძალის ცალმხრივ დოკუმენტს, რომლის მიზანია ამ ძალის ხელისუფლებაში უვადოდ დარჩენა, ამომრჩევლის ნების მიუხედავად.

წერილში ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიები გამოხატავენ უკიდურეს შეშფოთებას “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით. წერილში ხუთ ძირითად ცვლილებაზეა ყურადღება გამახვილებული. “დაიცავი კონსტიტუცია”-ს წევრების განცხადებით, მიუღებელია პრეზიდენტის არჩევის წესი, რადგან ხალხს მისი არჩევის უფლება არ უნდა წაერთვას. აქვე საუბარია ეროვნული უშიშროების გაუქმების საკითხზე. ასევე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან და გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიებისთვის მიუღებელია. განცხადებაში საუბარია საარჩევნო ბლოკების გაუქმებაზე, მოსამართლეების არჩევის წესზე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს როლზე. ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ წერილს 16 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

 

image_pdfimage_print

Comments

comments