ბოტანიკურ ბაღში პირველად მწვანე გამოფენა გაიხსნა


Фото თბილისის მერია / Tbilisi City Hall.ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ღონისძიებებისთვის დამატებითი სივრცე მოეწყო, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

,,ივენთ სქვერმა’’ დღეს საქართველოში პირველად მწვანე გამოფენას უმასპინძლა.
პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო სანერგე მეურნეობების, ყვავილების სალონების, საბაღე ხელოვნების, ლანდშაფტის დიზაინის, გამწვანებისა და ფიტოდიზაინის ექსპოზიციები.
გამოფენის მიზანია საქართველოში არსებული ბოტანიკური ბაღების, პარკებისა და საბაღე ხელოვნების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათი საქმიანობის წარმოჩენა და მებაღეობის დარგების პოპულარიზაცია.  გამოფენას ეროვნული ბოტანიკური ბაღი ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

Фото თბილისის მერია / Tbilisi City Hall.

 

Фото თბილისის მერია / Tbilisi City Hall.

Фото თბილისის მერია / Tbilisi City Hall.