გაეროში ფიქრობენ, რომ ტერორისტები ბომბეს ნოუთბუქებში დამალავენ

გაეროს ანტიტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი მდივნი ეხმაურა  აშშ-სა და ევროკაშირის გადაწყვეტილებას, რომ არ  აკრძალონ თვითმფრინავებში ნოუთბუქისა და პლანშეტური კომპიუტერების შეტანა.

ჟან-პოლ ლაბორდის აზრით,  შორს არ არის ის დრო, როდესაც ტერორისტები თვითმფრინავში ტერაქტის მოსაწყობად ნოუთბუქში ჩამონტაჟბულ ასაფეთქებელ მოწყობილობას გამოიყენებენ.

“საკითხი უნდა დავსვათ ასე – როდის მოხდება ეს და არა – მოხდება თუ არა ეს,” – აცხადებს ლაბორდი.

გაეროს წარმომადგენელს მიაჩნია,  რომ ევროპულ და ამერიკულ ავიარეისებზე მსგავსი ტერაქტის მოწყობის საფრთხე ძალიან დიდია. იგი აცხადებს, რომ უკვე საკმაო ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტები ცდილობენ ასაფეთქებელი მოწყობილობები ნოუთბუქებით, პლანშეტებით, DVD-პლეერებითა და სხვა ელექტრონული აპარატურით შენიღბონ, რაც მათ თვითმფრინავის ბორტზე შეუმჩნეველ გატანს უზრუნველყოფს.

image_pdfimage_print

Comments

comments