პირველად მსოფლიოში რობოტი–პოლიციელი დუბაიში გამოჩნდა

დუბაის პოლიციამ რობოტი სახელად Robocop ოფიციალურად აიყვანა სამსახურში, მას შესაბამისი სამკერდე ნიშანიც მისცეს. პირველი სამუშაო დღე მან  Gulf Information Security Expo and Conference–ის გამოფენაზე გაატარა. რობოტს დერეფნების პატრულირება ევალება, თუმცა ჯერჯერობით  უმეტეს დროს ის გამოფენის სტუმრებთან ფოტოსურათების გადაღებას ანდომებს.

გამოფენის დასრულების შემდეგ რობოტი–პლიციელი ქუჩაში გადაინაცვლებს და რიგით სამართალდამცავებს წესრიგის დაცვაში დაეხმარება.

ჰუმანოიდი–რობოტის სიმაღლე 170 სმ–ს შეადგენს, წონა კი თითქმის 100 კგ–ს. სივრცეში ორიენტაციას GPS–ნავიგატორის მეშევობით ახდენს, მას შეუძილა სახის მიმიკის და ჟესტების ამოცნობა,  ეჭვიმიტანილი პირების ფოტოსურათების მიხედვით ძებნა.  რობოტი 6 ენას ფლობს, მათ შორის ინგლისურსა და არაბულს.

 

image_pdfimage_print

Comments

comments