საქართველოში ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემა შექმნეს

სტარტაპ საქართველომ” კონკურსში გამარჯვებულიპროექტის – „ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემის” პრეზენტაცია გამართა.

ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემა გულისხმობს მანქანისთვის განკუთვნილ ერთ ადგილზე 4, 6, 8 და 10  მანქანის  მოთავსებას ვერტიკალური პარკირების მეთოდით,  პარკირების ელევატორული სისტემის მეშვეობით. პარკირებიდან მანქანის გაყვანა 40 წამშია შესაძლებელი. 

პროექტის ავტორების განცხადებით, ამ სისტემის გამოყენება მარტივია და ლოკაციის შეცვლის მიზნით, შესაძლებელია უმოკლეს ვადებში კონსტრუქციის მონტაჟი და დემონტაჟი. მას კომპიუტერიზირებული მართვის სისტემა აქვს.  პროექტის ჯამური ღირებულებაა 100 000 ლარი, რომელშიც ”სტარტაპ საქართველოს” ინვესტიცია 90 000 ლარს შეადგენს. თბილისის მერიასთან, ფილარმონიასთან, ეროვნულ სტადიონთან და კიდევ შვიდ ადგილზე, დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგის მოსაწყობად მერია ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

პროექტის ავტორები არიანრომლის ავტორები არიან ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი მალხაზ ცისკარიშვილი, ინჟინერი სერგო ჯორბენაძე, ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ანზორ საკანდელიძე და ეკონომისტი ფრიდონ გუნცაძე.

image_pdfimage_print

Comments

comments