მსოფლიოს ყველაზე საოცარი ჩანჩქერები

ჩანჩქერი ბიგარი, რუმინეთი

ბიგარი უნიკალური ჩანჩქერია, ის გიგანტურ ხავსმოკიდებულ სოკოს ჰგავს, რომლის თავზეც კამკამა წყალი მოედინება. ეს საოცრება რუმინეთის დასავლეთ ნაწილში, ბეუშნიცას ეროვნულ პარკში მდებარეობს.

Девять самых необычных водопадов в разных уголках планеты, которые стоит увидеть!

ნისლიანი ჩანჩქერი, ისლანდია

ნსილიანი ჩანჩქერის საიდუმლო იმაშია, რომ წყლის ნაკადის მაგივრად კლდიდან ნისლი ჩამოდის და მთებს თეთრი საფარველით ფარავს. სანახაობას ძლიერი ქარი მოყვება, ამიტომ შთაბეჭდილება მართლაც იესთია, თითქოს ნამდვილ ჩანჩქერთან იმყოფები.

Девять самых необычных водопадов в разных уголках планеты, которые стоит увидеть!

ცეცხლოვანი ჩანჩქერი, აშშ

ყოველწლიურად თებერვლის თვეში კალიფორნიის ერთ–ერთ ჩანჩქერს “ცეცხლი ეკიდება”. ამ სანახაობის ხილვის სურვილი მრავალ ტურისტს იზიდავს. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი ცეცხლის ნაკადი როდია, მხოლოდ და მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა: მზის ჩასვლის დროს  სხივები წყლის ნაკადს აშუქებენ და ეფექტურ სანახაოას ქმნიან, თითქოს და კლდიდან გავარვარებული ლავა მოედინება.

Девять самых необычных водопадов в разных уголках планеты, которые стоит увидеть!

წყალქვეშა ჩანჩქერი, მავრიკი

დედამიწაზე ისეთი ჩანჩქერიც არსებობს, რომელიც წყალქვეშ მიედინება. კუნძულ მავრიკიისა და ნახევარკუნძულ ლემრონ ბრაბანტის მახლობლად მდებარე ჩანჩქერი ქვიშიანი ნაპირიდან პირდაპირ ოკეანეს უფსკრულში ჩადის.

Девять самых необычных водопадов в разных уголках планеты, которые стоит увидеть!

ჩანჩქერი ბაატარა, ლიბანი

ბაატარა ფანტასტიური ფილმის დეკორაციას ჰგავს – წყალი 225 მ სიმაღლიდან პირდაპირ  კიროვან კლდეში ჩამოედინება, გზად კი სამ ბუნებრივ ხიდს სცდება, რომლებიც ერთი მეორეს თავზეა ჩამოკიდებული.

Девять самых необычных водопадов в разных уголках планеты, которые стоит увидеть!

ჩანჩქერი ვაიპუგია, ჰავაი

ვაიპუგია გრავიტაციის კანონების საწინააღმდეგოდ მოედინება ანუ უკუღმა. ამის გამო ამ ჩანჩქერს კიდევ “ამოტრიალებულ” ჩანჩქერს უწოდებენ. მსგავსი მოველნა ასევე ისლანდიასა, დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში შეიძლება ნახოთ. ჩანჩქერის უჩვეულო “ქცევის” საიდუმლო კი ქარია, რომელსაც წყლის ნაკადი ჰაერში ააქვს.

Девять самых необычных водопадов в разных уголках планеты, которые стоит увидеть!

image_pdfimage_print

Comments

comments