იან კელი “რუსთავი 2″–ში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

1445240750ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მიმდინარე მოვლენებს  აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  ხელმძღვანელობის შეცვლამ ტელეკომპანიის დამოუკიდებლობის შემცირება არ უნდა გამოიწვიოს.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში თავისუფალ მედია–გარემოს. ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და ვფიქრობთ, რომ ხელმძღვანელობის შეცვლა არ გამოიწვევს “რუსთავი 2″-ის დამოუკიდებლობის შეზღუდვას”, – განაცხადა იან კელიმ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გამართულ  საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ  ღონისძიებაზე.

გვარამიას გადადგომას არ ადასტურებს მისი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი. მისი თქმით, თუ ცვლილება იქნება ეს ოფიციალურად გახდება ცნობილი.

“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ, ჯერჯერობით ნიკა გვარამია თანამდებობიდან არ გადამდგარა, თუ ცვლილება იქნება ამის შესახებ განცხადება გაკეთდება” – აღნიშნავს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.

“რუსთავი 2”-ში თათბირი მიმდინარეობს, რომელსაც, სავარაუდოდ, ძმები ყარამანიშვილები ესწრებიან. “რუსთავი 2”-ში ფინანსური კრიზისის გამო რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ნიკა გვარამია ამბობდა, რომ ფინანსურ პრობლემებს თუ ვერ მოაგვარებდა, თანამდებობას დატოვებდა. ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა, იყო განათლების მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორის მოადგილე. თანამდებობა დატოვა საინფორმაციო სამსახურის უფროსმაც. გიორგი ლაფერაშვილს ნოდარ მელაძე შეცვლის.

 

image_pdfimage_print

Comments

comments