კერძო კომპანია მიცვალებულთა გაცოცხლებას აპირებს

კომპანია Bioquark – მა გამოთქვა სურვილი ჩაატაროს ცდები გარდაცვლილი ადამიანების გაცოცხლების მიზნით. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცდებს უკვე წელს შეუდგებიან.

მეცნიერები  ადამიანის ტვინში ღერძულ უჯრედების, ხოლო ზურგის ტვინში –  სპეციალური ცილოვანი ხსნარის შეიყვანას აპირებენ.  ამ  პროცედურამ  ახალი ნეირონების წარმოქმნას  უნდა შეუწყოს ხელი. შემდეგ 15 დღის განმავლობაში გვამს ლაზერულ თერაპიას ჩაუტარებენ, რომლის წყალობით ნეირონებმა ერთმანეთთან და სხვა უჯრედბთან კავშირი უნდა დაამყარონ. ცდების მსვლელობას მეცნიერები გულდასმით დააკვირდებიან და ტვინში მიმდინარე ყველა რეაქციას დააფიქსირებენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ცდისთვის 20 გარდაცვლილი ადამიანის გვამს გამოიყენებენ. სამეცნიერო წრეში აღნიშნული ექსპერიმენტი გარკვეულ პროტესტსა და კითხვებს ბადებს. მეცნიერებს აწუხებთ არა მხოლოდ ეთიკური მხარე, არამედ მრავალი სხვა საკითხი. მაგალითად,  არ არსებობს არანაირი მონაცემები იმის შესახებ, რომ შუათანა ნერვის სტიმულაცია მკვდარი ტვინის მუშაობის აღდგენას უწყობს ხელს. თუმცა კომპანია  Bioquark–ში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

image_pdfimage_print

Comments

comments