ეგვიპტური ლურჯი საღებავი ინფრაწითელ გამოსხივებას გამოჰყოფს

pic_76c8e1135a145c4c9e5048407186059aმეცნიერები ეგვიპტური ლურჯი საღებავით დაინტერესდნენ, რომელიც კარგად შემორჩენილია უძველეს სარკოფაგებსა და სამარხების კედლებზე. მათ დაადგინეს, რომ გარკვეული განათების პირობებში ეს პიგმენტი ახლო სპექტრის ინფრაწითელ გამოსხივებას გამოჰყოფს.

ახლახან ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 5250 წლის წინ შექმნილი  ლურჯი ეგვიპტური საღებავის გამოყენება დღესაც შეიძლება თითის ანაბეჭდის ასაღები ფხვნილის მაგივრად, თანაც იმ შემთხვევაში, როდესაც  ყველა თანამედროვე საშუალება უძლურია.

საღებავის ეს თვისება შესაძლოა სასამართლო ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოიყენონ. დანაშაულის ადგილზე კრიმინალისტები, როგორც წესი,  ნივთებს კონტრასტული ფერის ფხვნილს აყრიან, რომელიც მათზე  დატოვებული თითების ანაბეჭდს ეკრვის. ხოლი გლუვი ან რელიეფური ზედაპირდან ანაბეჭდის აღება  საკმაოდ რთულია.

ასეთ შემთხვევაში ლურჯი ეგვიპტური საღებავი იდეალურ გამოსავალს წარმოადგენს. მას ჩვეულებრივი წესით აყრიან ანაბეჭდზე, ხოლო შემდეგ ზედაპირს სინათლის გარკვეული კუთხით სურათს უღებენ კამერით, რომელსაც ახლო სპექტრის ინფრაწითელი გამოსხივების ფილტრი აქვს. ამ შემთხვევაში ანაბეჭდი მკვეთრად აისახება ფოტოსურათზე.

 

image_pdfimage_print

Comments

comments