თბილისში მარო მაყაშვილის სახელობის კლუბი დაარსდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოკუპაციის მუზეუმში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა მარო მაყაშვილის სახელობის კლუბი, რომლის მიზანია, ჩაატაროს აქციები ქართველი მეომრების, საქართველოს გამოჩენილი მოღვაწეების, გარკვეული საჭიროების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად.
ამით კლუბის წევრები უღრმეს პატივისცემას გამოხატავენ საქართველოსათვის დამაშვრალი ადამიანების მიმართ. მათთვის, როგორც მომავალი ექთნებისთვის უმნიშვნელოვანესია მარო მაყაშვილის ცხოვრებისეული მრწამსის არდავიწყება. კლუბი თავისი საქმიანობის ფარგლებში გეგმავს თანამშრომლობას სხვადასხვა დაწესებულებებთან, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოსთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის, საქართველოს სამხედრო სამსახურში მყოფი გამორჩეული პირების და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ღვაწლის მქონე ადამიანებისადმი ყურადღებისა და პატივისცემის გამოსახატავად.

image_pdfimage_print

Comments

comments