ქურდობის ბრალდებით თურქეთში ქართველები დააკავეს

ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლის წევრებიც ქალაქში ავტომობილებსა და ბინებს ძარცვავდნენ. დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის – ერთი ქალი. დაკავების ოპერაცია ანტალიის პოლიციამ განახორციელა, ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების გამოყენებით შეძლეს.

თურქეთში საქართველოს საელჩო ანტალიაში ქართველების დაკავების შესახებ ინფორმირებულია. საელჩოს ცნობით, დაკავებულები ამჟამად ანტალიის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ძვირფასი ნივთები.

”ველოდებით დამატებითი ინფორმაციას, რომლის მიღების შემდეგ დაკავებულებს საელჩოს მხრიდან დახმარებას შევთავაზებთ. დავეხმარებით ადვოკატის აყვანაში,ხოლო თუ არ ისურვებენ დახმარებას, დაენიშნებათ სახაზინო ადვოკატი”, – განაცხადეს საელჩოში.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments