მესამე სექტორი ბოიკოტს შეუერთდა

parlamenti-1არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტს უცხადებენ. მესამე სექტორის პროტესტის მიზეზი უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, საარჩევო სისტემა შერეულიდან პროპორციულზე არა 2020 წელს, არამედ 2024 წელს გადავა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ გუნდს არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” როგორც მესამე სექტორისთვის, ისე საზოგადოების და ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობა დაარღვია. მათი შეფასებით, უმრავლესობის ასეთი მიდგომა ეჭვქვეშ აყენებს არასამთავრობო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების სამომავლო თნამშრომლობას მმართველ გუნდთან. სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებისთვის მიცემული პირობა და კონსტიტუცია არ გახადოს ერთი პარტიის ინტერესზე მორგებული. ბოიკოტის რეჟიმს სულ 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს.

რიგგარეშე სხდომის ფორმატში კონსტიტუციის განხილვას ბოიკოტი გუშინ   “ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ”    გამოუცხადა. რომან გოცირიძეს თქმით, კონსტიტუციის ფორსმაჟორულ რეჟიმში მიღება მიუღებელია და  გაუგებარია, რატომ ჩქარდება პროცესი, როცა ცვლილებები რვა წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდეტის არჩევის წესის შეცვლისკენ იყო მიმართული.

რიგგარეშე სესიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე “პატრიოტთა ალიანსიც”. ირმა ინაშვილის თქმით, მათი პოლიტიკური ძალა არ აპირებს მხარი დაუჭიროს ტყუილს. მისი განცხადებით, “ქართული ოცნება“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას, რომ ქვეყანა გადავიდოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

“ევროპული საქართველო” რიგგარეშე საპარლამენტო სესიის დაწყების დროს არ შეუერთდა “ნაციონალური მოძრაობის” და “პატრიოტთა ალიანსის” ბოიკოტს, თუმცა სესიის მსვლელობისას კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობას მაინც გამოეთიშა. დავით ბაქრაძის განცხადებით, მათ ერთადერთი გზა რჩებათ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა შემდეგ განხილვაში.

“დებატის ბოლოს ჩანს, რომ უმრავლესობა ჩამოყალიბებულია საკუთარ პრინციპებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას.ამის იქით ჩვენ გვრჩება მხოლოდ მეორე მეთოდი – შემდეგ განხილვაში მონაწილეობის არ მიღება. ჩვენ ვტოვებთ დარბაზს და მიიღეთ ცვლიბები, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პარტია საქართველოში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის მოწვევაზე უარი 20 ივნისს თქვა.

image_pdfimage_print

Comments

comments