რუსეთმა II მსოფლიო ომის პირველი დღეების საიდუმლო ოქმები გაასაჯაროვა

მეორე მსოფლიო ომი — ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტია კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში — ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში — ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში (სურინამის დაპყრობა), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია „ტაბარინი“).

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.

22 ივნისს   გერმანია საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეიჭრა. პირველივე დღეს გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვნად შეარყიეს სახალხო არმიის უძლეველობის მითი.

მსოფლიო ომმა უმძიმესი ადამიანური ზარალი მიაყენა საქართველოს. საერთო ჯამში, ომის დროს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ნახევარ მილიონზე მეტი კაცი, მათგან დაახლოებით 350 ათასი დაიღუპა ან უგზო-უკლოდ დაიკარგა, 100 ათასამდე ხეიბარი დარჩა. ეს საბჭოთა რესპუბლიკებიდან მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პროცენტურად ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო. საჭირო გახდა ქვეყნის მეურნეობის სამხედრო რელსებზე გადაყვანა.  ომის პერიოდში შეიქმნა რამდენიმე ქართული დივიზია.  224-ე ქართული დივიზია მონაწილეობდა ბრძოლებში ქერჩის ნახევარკუნძულზე და თითქმის მთლიანად განადგურდა.  ქართველები ასევე იგზავნებოდნენ სხვა საჯარისო ნაწილებში და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პარტიზანულ ომებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უნიკალურ დოკუმენტებს, რომლებიც დღემდე ცენტრალურ არქივში ინახებოდნენ, გრიფი “საიდუმლო” მოხსნა და საკუთარ  საიტზე  ( http://22june.mil.ru/)  გამოაქვეყნა.  საბუთებში დაცულია ინფორმაცია ომის პირველი დღეებზე, სამხედრო მეთაურების დეტალური პატაკები ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის შესახებ, საიდანაც  ნათალად  ჩანს, რომ საბჭოთა კავშირი ომისთვის მზად არ იყო.

www.premiumi.ge

 

image_pdfimage_print

Comments

comments