აშშ–ს ცეცხლმოკიდებულმა მეტეორიტმა გადაუარა


20 თებერვალს აშშ–ს თავზე უზარმაზარმა ცეცხლმოკიდებულმა მეტეორიტმა გადაიფრინა, რამაც მოსახლეობის აღაშფოთება გამოიწვია.
ექსპერტების ცნობით, მეტეორიტის სიჩქარე 20 კმ/წ იყო. NASA–ს ინფორმაციით, მეტეორიტის წონა 220 კილოგრამს შეადგენდა, ხოლო დიამეტრში 60 სმ–ს აღწევდა. მეტეორიტის წვა დედამიწიდან 100 კმ სიმაღლეზე ხდებოდა, უჩვეულო პროცესის თვითვმხილველნი ნიუ–იორკის, პენსილვანიის და ოჰაიოს მაცხოვრებლები გახდნენ. NASA–ს მეცნიერებმა შეძლეს ამ მოვლენის ფირზე ასახვა, როდესაც ის პენსილვანიის მახლობლად ატმოსფეროს შრეებში შევიდა, მაგრამ პიტსბურგის მიდამოებთან მოახლოვებული მეტეორიტის კვალი უეცრად დაეკარგათ. ციური სხეულის გამოჩენას არანაირი ზიანი არ მოჰყოლია.