ელიავას ბაზრობაზე დაზარალებული მოვაჭრეები შეუშვეს

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები სამართალდამცველებმა საკუთარ მაღაზიებში შეუშვეს. დაზარალებულები მოვაჭრეები მათ კუთვნილ ტერიტორიებს ათვალიერებენ, რათა გაარკვიონ, თუ რა ოდენობის ზარალი მიიღეს.

დაზარალებულები დილიდან ცდილობდნენ ტერიტორიაზე შესვლას, მათმა ნაწილმა კი პოლიციელთა კორდონის გარღვევა მოახერხა და ტერიტორიაზე შეიჭრა. დღეს ელიავას ბაზრობაზე დამწვარი შენობის მოპირდაპირედ მდებარე მაღაზიების თანამშრომლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რადგან ქუჩა გადაკეტილი იყო და მყიდველებს დაუმწვარ მაღაზიებში შესვლის საშუალება არ ჰქონდათ. ელიავას ბაზრობის დირექტორის გოჩა ხეცურიანის განცხადებით, ეს პრობლემა გადაჭრილია და ქუჩა უკვე გაიხსნა.

 

 

დღეს ასევე ჩანიშნულია შეხვედრა დაზარალებულებსა და ლაშა აბაშიძეს შორის. შეხვედრა დედაქალაქის მერიაში უნდა შედგეს, თუმცა ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოვაჭრეები მოითხოვდნენ აბაშიძე დამწვარ ტერიტორიასთან მისულიყო, რათა თითოეული დაზარალებულისთვის მოესმინა.

image_pdfimage_print

Comments

comments