ქართველმა სტუდენტებმა “ეროვნული” გემოს ნაყინი შექმნეს

 ნაყინის ბაზარზე ტაილანდური ტექნოლოგიით დამზადებული ნაყინი Ice ‘N Rolls (აის ენ როლსი) გამოჩნდა, რომლის დამფუძნებლები მეგობრები, მესამე კურსის სტუდენტები ნიკა ჩუგოშვილი და გიორგი რაზმაძე არიან. Ice ‘N Rolls -ში ნაყინის დაგემოვნება ჩურჩხელისა და ხვანჭკარას არომატითაც შესაძლებელია.

როგორც „კომერსანტთან” საუბრისას მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა ჩუგოშვილი აცხადებს, ნაყინი 40-ი სახეობის ინგრედიენტისგან მზადდება. ჩუგოშვილის თქმით, ასორტიმენტი არის ყოველთვის დინამიური, მუდმივად ვამატებთ ახალ ინგრედიენტებს და პროდუქციას.

„ჩვენი კომპანია მაისში გამოჩნდა და პირველი ობიექტი „ისთ ფოინთში” გავხსენით. მომხმარებელს მათ თვალწინ შექმნილ ნაყინის როლებს ვთავაზობთ. ნაყინი 40-ი სახეობის ინგრედიენტისგან მზადდება, მათ შორისაა ალკოჰოლური მარტინი, ბეილისი, ხვანჩკარა და ქინძმარაული. ამ რაოდენობის ინგრედიენტებით 700-ზე მეტი კომბინაციის მოფიქრება შეიძლება.
მსგავსი სახის ნაყინები მსოფლიოში ნაცადია და მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაილანდური ნაყინია ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ის ქართულ გემოვნებაზეა მორგებული.” – განაცხადა ნიკა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება Ice ‘N Rolls-ის საფასო პოლიტიკას, კონკურენციას და სამომავლო გეგმებს, როგორც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, „ნაყინის ფასები ოთხი ლარიდან იწყება და შვიდ ლარამდე მერყეობს. სამომავლო გეგმებში Gem Fest-ზე ჩვენი ნაყინის გატანას ვგეგმავთ. ასევე სამომავლოდ ჩვენ კაფე-მაღაზიის კონცეფციაზე ვმუშაობთ, სადაც მხოლოდ ნაყინი არ იქნება. სხვა სანაყინეებისგან დამზადების ტექნოლოგია გამოგვარჩევს, ანუ ნაყინი მომხმარებლის თვალწინ მზადდება.”

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments