“სირიის დემოკრატიულმა ძალებმა” ქ. რაქა ალყაში მოაქციეს

  BBC –ის ცნობით, “სირიის დემოკრატიულმა ძალებმა” ქალაქ რაქაში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” თავდაცვის პოზიციები გაარღვია. “სირიის ძალები”, ძირითადად არაბი და ქურთი სამხედროებისგან შედგებიან, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს.

ტაქტიკური გამარჯვება, აშშ-ის კოალიციის ავიაციური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. კოალიციის ძალებმა, რაფიკის კედელთან განლაგებულ სეგმენტზე, ორი დარტყმა განახორციელეს, რის შემდეგაც არაბმა და ქურთმა სამხედროებმა, ტერორისტების შევიწროება შეძლეს. ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ქალაქი რაქა ალყაშია. რაქის გათავისუფლების სპეცოპერაცია 6 ივნისს დაიწყო. ოპერაცია სამ ფრონტზე ერთდროულად მიმდინარეობს. შეტაკებები რაქის აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე სამხედრო ბაზებთან დაიწყო.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ოფიციალური ანკარა ქურთი მებრძოლების  მიმართ სამხედრო მოქმედებებს გამოიყენებს, თუ ქ. აფრინი, სადაც ისინი არიან განლაგებულები, ქვეყნისთვის “მუდმივ საფრთხედ იქცევა”. ამის შესახებ თურქეის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იიშიკმა განაცხადა. სირიის ჩრდილოეთ ნაწილში  მდებარე ქ. არფინში განლაქგებულია ქურთი მებრძოლების ძირითადი შემადგენლობა. აშშ მათ “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში მოკავშირეებად მოაზრებს.

 

image_pdfimage_print

Comments

comments