“სიმინდის კუნძულის” პრემიერა ჩეხეთის ტელევიზიაზე

გიორგი ოვაშვილის ფილმის “სიმინდის კუნძულის” პრემიერა დღეს ჩეხეთის საზოგადოებრივ არხზე შედგება.

“ქართველმა რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა სარეჟისორო კარიერა მოკლემეტრაჟიანი ფილმებით დაიწყო, მისი ფილმები მრავალ კინოკონკურსზე დააჯილდოვეს,  მათ შორის “ბერლინალე–ზე,  ოდენსეს და სხვა  კინოფესტივალებზე” – ნათქვამია  ceskatelevize.cz–ზე განთავსებულ ანოტაციაში.

განსაკუთრებული ყურადღეაბით აღნიშნულია ის ფაქტი, რომ “სიმინდის კუნძულმა” 2014 წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარ ჯილდო აიღო.  სხვათშორის, “სიმინდის კუნძული” ამერიკული კინოაკადემიის  კონკურსის –”ოსკარის” ნომინანტთა შორისაც მოხვდა და მოკლე ნუსხაშიც დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინწინ, კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა საპრემიერო ჩვენება გიორგი ოვაშვილის ფილმისა „ხიბულა“, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ეხება.

www.premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments