გამოკითხულთა 47% საკონსტიტუციო ცვლილებებზე სრულად ან მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია

“სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებები შეისწავლა. კვლევის მეთოდად გამოყენებულია რაოდენობრივი კვლევა. კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს 1500-მდე სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო.

რესპონდენტთა 47% საკონტიტუციო ცვლილებების შესახებ საკუთარ თავს სრულად ან მეტ–ნაკლებად ინფორმირებულად მიიჩნევს. 29% თვლის რომ „მცირედ ინფორმირებულია“. გამოკითხულთა მეოთხედი, მათივე განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ თავს არაინფორმირებულად თვლის. სრულად ან მეტ–ნაკლებად ინფორმირებულ მოქალაქეთა რაოდენობა (თვითშეფასების მიხედვით) გაცილებით მეტია თბილისში (57.1%), ვიდრე რეგიონებში (37.4%). ამასთან კვლევისას დაინტერესდნენ, თუ ინფორმაციას რომელი წყაროს მეშვეობით იღებს საზოგადოება. აღმოჩნდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო ტელევიზიაა, როგორც თბილისში (58.2%), ისე, განსაკუთრებით, რეგიონებში (74.7%). ინფორმაციის მეორე მნიშვნელოვანი წყარო ინტერნეტ სივრცეა, რომელსაც თბილისელები უფრო იყენებენ (21.2%), ვიდრე – რეგიონებში მცხოვრებლები (13.3%).

მკვლევრები ასევე დაინტერესდნენ საზოგადოებრივი აზრით, კონსტიტუციაში ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანის ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით. რეპონდენტთა 60.1% ემხრობა კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის გაკეთებას, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულება  რეგიონებში გამოკითხულებთან შედარებით, თბილისში უფრო მკვეთრად გამოხატულია. თუმცა, ყოველი მეოთხე რესპონდენტისთვის კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთება მიუღებელია.

გამოკითხულთა 71.3%, ტრადიციის განმტკიცების მოტივით, მიზანშეწონილად მიიჩნევს კონსტიტუაციაში ქორწინების განსაზღვრების ჩაწერას, რომ ეს არის ქალსა და მამაკაცს შორის ნებაყოფლობითი კავშირი, ოჯახის შექმნის მიზნით. რესპოდენტების 26.3%-ის აზრით კი, კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობას ვერ ხედავს, იმიტომ რომ ქორწინების შინაარსი სამოქალაქო კოდექსით უკვე განსაზღვრულია. კვლევის ავტორების თქმით, აღნიშნული პოზიცია თბილისთან შედარებით რეგიონებში უფრო ძლიერადაა გამოხატული.

კვლევის სრული ვერსია:  issa-georgia.com

image_pdfimage_print

Comments

comments