“მაქსიმალურად შევეცდებით, დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ეს პროცესი შეჩერდეს”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონის გავლით ტვირთების ტრანზიტს მხარი დაუჭირა და თბილისი 2011 წლის ხელშეკრულების ამოქმედების ხელშეშლაში დაადანაშაულა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მხარეს პროცესი ჩიხში მიზანმიმართულად შეჰყავს, რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შეთანხმების მონაწილედ წარმოაჩენს, რაც შეთანხმების პრინციპებს და დანიშნულებას ეწინააღმდეგება.

“კარასინთან შეხვედრაზე ჩვენი ამოცანა იყო, მიგვეღო კონკრეტული ნათელი პასუხი რუსეთის მხრიდან, ვიწყებთ თუ არა საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების რეალიზაციას, იმპლემენტაციის ეტაპს. დაისვა ვადების საკითხი, რადგან საქართველო ცალსახად არის დაინტერესებული შეთანხმების ამოქმედებით. შევთანხმდით, რომ ჩვენ ვადებს, როდის გაფორმდება კონტრაქტები ნეიტრალურ კომპანიასთან, განვსაზღვრავთ შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად. რუსეთიც გააფორმებს შვეიცარიულ კომპანიასთან. სასურველია, ეს ყველაფერი მოხდეს უახლოეს მომავალში, რათა გადავიდეთ იმპლემენტაციის სტადიაზე” –  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში აღნიშნა, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად შეეცდება დასავლელი პარტნიორების ზეწოლით  მოაგვაროს  ე.წ. საზღვრის დემარკაციის საკითხი.

“იმას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, აქვს ერთ-ერთი ასეთი მიზანი, აიძულოს ქართული მხარე  დაიწყოს საუბარი “სამხრეთ ოსეთის” ე. წ. ხელისუფლებასთან ე. წ. საზღვრის დემარკაციაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. არ არის გამორიცხული, ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, საერთაშორისო საზოგადოების, დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ეს პროცესი შეჩერდეს, შეწყდეს და დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარება. ამას ხელისუფლება ცდილობს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალისხმევის 80% ყოველდღიურად ამ უმძიმესი პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული.” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერ მინისტრის თქმით,  ხელისუფლების ნომერ პირველი საკითხი სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ თემის მშვიდობიანი გზით მოიგვარებაა. გიორგ  კვირიკაშვილმა ამ საკითხზე ოპოტენების მიერ ჩატარებული კვლევებსაც გამოეხმაურა და მას უსაფუძვლო უწოდა.

“135 სოფელი, როგორც ცდილობს წარმოაჩინოს ოპოზიციის ნაწილი გახლავთ დაკარგუილი არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, არამედ ოკუპაციის შედეგად და ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მძიმნე მემკვიდრეობიდან გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა”- განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments