“ვერცერთი კანონპროექტი ვერასოდეს ვერ იქნება იდეალური”

news_13846საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის ტექსტი თვისობრივად უფრა მაღალია ხარისხის იქნება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ტექსტს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ხარვეზებიც.

„საკონსტიტუციო ცვლილებებზე მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი მთლიანობაში დადებითია. ჩვენ მივიღეთ თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის ტექსტი, ვიდრე აქამდე გვქონდა. სხვადასხვა შტოებს შორის ურთიერთობები იქნება გამიჯნული, დებულებები იქნება მკაფიო და არ გამოიწვევს შტოებს შორის რამე ტიპის დაძაბულობას ან კონფლიქტს. ვერცერთი კანონპროექტი ვერასოდეს ვერ იქნება იდეალური. ამ ტექსტს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ხარვეზებიც. აუცილებელია თუ არა მისი დაბრუნება პარლამენტში მეორე მოსმენაზე, ეს მე არ ვიცი, პარლმენტი გადაწყვეტს. მაგრამ თუ იუსტიციის სამინისტროს რჩევა და მონაწილეობა იქნენა საჭირო, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას““, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო პროექტის უკან დაბრუნება გამორიცხულია. მისი თქმით, მესამე მოსმენამდე სამი თვეა დარჩენილი, რაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციებისთვის საკმარისი დროა.

“რაც შეეხება მეორე მოსმენით ჩვენს მიერ მიღებულ კონსტიტუციას, მისი დაბრუნება არის გამორიცხული. შემოდგომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მივიღებთ. არის პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ კონსენსუსის შემთხვევაში ცვლილებები აისახოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ მმართველი გუნდი კონსენსუსთან დაკავაშირებით წინადადებებს ოპოზიციისგან ელის.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კონსენსუსის მიღწევისკენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკეტერი და კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მოუწოდებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევის მიზნით პოლიტიკურ პარტიებს შეხვედრას სთავაზობს. გუშინ პრეზიდენტის შეთავაზებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.  გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს “ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული ერთპარტიული პროექტის” შეჩერებაში ხედავს.

 

image_pdfimage_print

Comments

comments