მარტოხელა მშობლებს მხოლოდ 12 მუნიციპალიტეტი ეხმარება

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის (HRDF) განმარტებით, 25  მუნიციპალიტეტიდან  მარტოხელა მშობლისთვის დახმარება განსაზღვრული მხოლოდ 12 მუნიციპალიტეტშია, მათგან ნაწილი კი მხოლოდ მარტოხელა დედებს ეხმარება. 

“რადგან კანონი მარტოხელა მშობლებისთვის არანაირ დახმარებას არ ითვალისწინებს, ფონდი ადგილობრივი თვითმმრთველობების მიერ დაწესებული შეღავათებით დაინტერესდა. როგორც თითოეული მათგანიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზებისას გაირკვა, 25 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 12-ს ჰქონდა განსაზღვრული დახმარება მარტოხელა მშობლისთვის.

თუმცა რამდენიმე მათგანი დისკრიმინაციულ მიდგომას ამჟღავნებდა და დახამრებას მხოლოდ მარტოხელა დედებს გამოუყოფდა (მოგვიანებით, ფონდის მიმართვის საფუძველზე, რამდენიმე მათგანმა პროგრამაში ცვლილება შეიტანა და “მარტოხელა დედა“ “მარტოხელა მშობლით“ შეცვალა). ხოლო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მარტოხელა მშობლებისთვის არანაირი დახმარება არ არსებობს, არც ისე მცირეა სტატუსიანი მარტოხლა მშობლების რიცხვი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სტატუსიანის გარდა, ფაქტობრივი მარტოხელა მშობელიც ბევრია. ზემოხსენებული 12 მუნიციპალიტედიდან ზოგიერის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ორივე კატეგორიის დედებსა და მამებს ეხმარებიან”,-აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის – „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“ მხარდამჭერია ნიდერლამდების სამეფოს საელჩო. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი (HRDF) მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების პროექტს 2016 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს. პროექტი 4 რეგიონს (კახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, თბილისი) და ჯამში, 25 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

Ipress.ge

image_pdfimage_print

Comments

comments