“პატრიოტთა ალიანსი” რუსეთში გამართულ შეხვედრებს აფასებს

Картинки по запросу პატრიოტთა ალიანსი,,პატროტთა ალინსის” წევრები ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე რუსეთიდან დაბრუნდნენ და ჟირნალისტებთან  გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრეს. ადა მარშანიას განცხადებით, მოსკოვში ვიზიტის დროს საუბრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო. ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მათ რუსულ მხარეს შესთავაზეს საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის შექმნა.

„ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ საკითხზე ვიყავით ჩასულები მოსკოვში. ცხადია, ეს თემა არის სოხუმი და ცხინვალი. ამ უმთავრეს თემაზე, რომელიც ძალიან დამძიმებული და გართულებულია, ჩვენ ყოველთვის ჩავალთ მოსკოვში და ყოველთვის ამ საკითხს დავაყენებთ პირველ რიგში. ამასთან ერთად, უმძიმეს თემაზე იყო საუბარი რუსულ მხარესთან, რომელიც ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. ეს არის ნატო-ს საკითხი და საქარველოს სწრაფვა ნატო-სკენ. ამაზეც ვისაუბრეთ ძალიან გულახდილად. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ საქართველო თანამშრომლობს ნატო-სთან, ჩვენი ბიჭები იღუპებიან სხვადასხვა ცხელ წერტილში.

მოხდა უპრეცედენტო რამ, ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, რომ ამ საკითხებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ, შევქმნათ ფორმატი საქართველო-ნატო-რუსეთი. რუსულმა მხარემ გვიპასუხა, რომ ძალიან საინტერესო იდეაა. ანუ არ იყო უარყოფილი ეს იდეა, რთულად მიღებული და აღქმული. მათ ესმით, რომ ეს საკითხი სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სერიოზული შეთავაზება და სერიოზული გარღვევა. მეორე გარღვევა – ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სამწუხაროდ, პირდაპირი დიალოგი არ მიმდინარეობს აფხაზებთან და ოსებთან და სისტემატურად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები არიან. ურთულეს მდგომარეობაში ვართ, ძალიან დიდი დრო გავიდა, ამიტომ გასაკვირია, რატომ არ არის აქამდე ჩვენს შორის დამყარებული პირდაპირი დიალოგის ფორმატი. ჩვენ იმედი გამოვთქვით, რომ რუსული მხარე ამ საკითხში დაგვეხმარება და ხელს შეგვიწყობს. ამ სამუშაო ჯგუფებმა ლეგიტიმაცია უნდა მიიღონ პარლამენტიდან, ჩვენ სამუშაო გვაქვს ჩვენს პარლამენტარებთან.“ – აღნიშნა ადა მარშანიამ.

მან ასევე აღნიშნა რომ რუსულ მხარეს შენგენის ზონის მსგავსი მიმოსვლა შესთავაზეს, რომელიც ვიზის საჭიროებას აღარ მოითხოვს.  ადა მარშანიამ რუსეთის დუმაში ვიზიტის შესახებ, კონფერენციის გამართვა ორშაბათისთვის დაანანოსა.

11 ივლისს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში დუმის დეპუტატებს შეხვდნენ.  გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელ დიდიე რეინდერსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს.

image_pdfimage_print

Comments

comments