თურქეთის პრეზიდენტმა გერმანელ სატირიკოსს სასამართლოში უჩივლა

KMO_085445_02155_1_t218_223157თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანელი სატირიკოსს იანა ბემერმანის მიერ დაწერილი სატირული ლექსებიდან, საკუთარი სახელის ამოღებას მოითხოვს. ამ მოთხოვნით ერდოღანმა გერმანიის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

გერმანიის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, იანა ბემერმანს ლექსებიდან მხოლოდ იმ მონაკვეთების ამოღება დაევალა, რომლის მიხედვითაც ერდოღანს სექსი ცხოველებთან აქვს და საბავშვო პორნოს უყურებს. გარდა ამისა, ბემერმანი ლექსებში თურქეთის პრეზიდენტის ქურთებისა და ქრისტიანების წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკასა და ოპოზიციური გაზეთის დახურვას აკრიტიკებს.

თურქეთის პრეზიდენტი არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და სააპელაციოში გაასაჩივრა. ერდოღანი ითხოვს, რომ მისი სახელი და გვარი ყველა ლექსიდან გაქრეს. იანა ბემერმანმა ლექსები პირველად ტელეკომპანია ZDF-ის ეთერში 2016 წლის 31 მარტს წაიკითხა. მაშინ ერდოღანმა ბემერმანს პროკურატურაში უჩივლა, გერმანიის პოლიციამ კი კომიკოსს პირადი დაცვა დაუნიშნა. დღეს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე ბიოგრაფიული ფილმის “ლიდერი”-ს რეჟისორი ალი ავჯი ფეთჰულა გიულენთან სავარაუდო კავშირის გამო დააკავეს.

Der Spiegel

image_pdfimage_print

Comments

comments