მოქალაქეების საპროტესტო აქცია ბერშუეთში

დღეს სოფელ ბერშუეთში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოქალაქეები ჩავიდნენ,  საოკუპაციო ხაზამდე ფეხით მივიდნენ  საქართველოს და ამერიკის დროშებით და საპროტესტო აქცია გამართეს.  მონაწილეთა თქმით, მათ  მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას. 

“არა ოკუპაციას“ მიმდინარე აქციაში  მონაწილეობას საზოგადოების წევრები, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იღებენ.  აქციის მონაწილეთა თქმით,  აქ მთელი დღე დარჩებიან, საღამოს რვა საათზე კი მათ თბილისიდანაც შემოუერთდებიან. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველები იმყოფებიან.

4 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვარი გადმოწიეს. ადგილობრივების თქმით, ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე ადგილზე დადგეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგა.

image_pdfimage_print

Comments

comments