"რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ჩემი ქვეყნის ვალი აქვს"


“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანის აცხადებს, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა ინტენსიური მოლაპარაკებებია.  დეპუტატი იმედოვნებს,რომ მათი პარტიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, ხელისუფლებას დააფიქრებს და გაუჩენს სურვილს შეხვედრები ოფიციალურ დონეზე დაიწყოს. 

„რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ჩემი ქვეყნის ვალი აქვს – წართმეული აქვს ტერიტორიები. მაგრამ მანამ ჩვენ ვემალებით რუსეთს, ვერავინ და ვერაფერი დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. უნდა მივიდეთ და დაველაპარაკოთ მათ და მოვითხოვოთ , დავუმტკიცოთ, რომ რაც ჩვენი ა- ჩვენია და თუ არ მივალთ და არ მოვთხოვთ, სხვა რამესაც წაგვართმევს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გაბედული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ახლა, ჩავიდნენ ჩვენები მოსკოვში, ამან შეიძლება სტიმული მისცეს ხელისუფლებას , გაბედოს და თვითონ წავიდეს, რათა ხელისუფლების დონეზე იყოს ეს შეხვედრები გაგრძელებული. ვერ ბედავენ, თითქოს პარალიჩი აქვს ხელისუფლებას და ვერ მიდის სალაპარაკოდ მოწინააღმდეგესთან. რა უდგას წინ ლაპარაკს, კაცო? მაგრამ იმის შიში აქვთ, თვითონ რომ დარბოდნენ რუსთში ჩუმად და დაფინანსებებს იღებდნენ იქიდან, ის დაფინანსება არ წამოიღოს „პატრიოტთა ალიანსმა“ იქიდან, ამის შიში აქვთ, იმიტომ რომ თვითონ არიან ესეთები.” – განაცხადა კვიციანმა  გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დიალოგი არის ყველაფრის გარანტი და მოლაპაკებით სასურველი შედეგის მიღება შესაძლებელია.
კვიციანმა ოკუპაციის შესახებ კანონზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის გასაუქმებელი ან შესაცვლელია. მისი თქმით, ეს კანონი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ მიიღეს.