რა მომავალი ელის ბიტკოინს?

გასულ წელთან შედარებით, ბიტკოინის ღირებულება 250%-ით არის გაზრდილი, თუმცა უკანასკნელ პერიოდში მისმა ღირებულებამ არაერთი რყევა განიცადა. ცნობილი გამოცემის, Business Insider-ის მიხედვით, ბიტკოინის სამყაროში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რაც ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის მომავალს კითხვის ქვეშ აყენებს.

კომპანია Bitmex-ის გენერალური დირექტორის, ართურ ჰეისის განცხადებით, ბიტკონის ფასის მერყეობა ზუსტად ასახავს იმ გაურკვეველ მდგომარეობას, რომელიც აღნიშნულ „ომს” ახლავს თან. საბოლოო გადაწყვეტილება 1–ელ აგვისტოს იქნება მიღებული, როდესაც კრიპტო-ვალუტის ბროკერები განსაზღვრავენ, თუ როგორ იქნება ბიტკოინის მთავარი ძალის მიმცემი, ბლოკჩეინის ტექნოლოგია სტრუქტუირებული.

ბიტკოინთან დაკავშირებული ბრძოლა შემდეგ საკითხს უკავშირდება. „ბლოკებს,” რომლებიც ბლოკჩეინში ინფორმაციის მატარებლები არიან. მათ მოცულობა 1 მეგაბაიტამდე აქვთ ლიმიტირებული. ამ გზით ხდება ბლოკჩეინის თავდაცვა ჰაკერების თავდასხმისგან, თუ სხვა კიბერუსაფრთხოების საფრთხეებისგან. კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რაოდენობის მატების შედეგად ტრანზაქციის დროც გაიზარდა. შედეგად, ბიტკოინ ტრანზაქციები უფრო ძვირადღირებული გახდა, რაც საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ის მიხედვით, ბიტკოინის, როგორც გადახდის ფორმად მიღებას ხელს უშლის.

ბიტკოინი ქათმისა და კვერცხის დილემის წინაშე დგას. მომხმარებლებს არ აქვთ ბევრი შესაძლებლობა, გამოიყენონ თავისი ბიტკოინები; სერვისებისა თუ საქონლის გამყიდველებს კი არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობის, ბიტკოინით გადახდისათვის მზადყოფნაში მყოფი მომხმარებელი, შესაბამისად, მათ არ უღირთ, დახარჯონ დრო და ენერგია ბიტკოინის მიღებისათვის

„ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, უმეტესად მაინერებს (ის, ვინც მოიპოვებს ბიტკოინს), რომლებიც ფიქრობენ, რომ „ბლოკების” მოცულობა უნდა გაიზარდოს, რადგან ეს ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება. მეორე მხარეს კი ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც სტატუს კვოს შენარჩუნება სურთ, რათა ბიტკოინი კვლავ დაცულობასა და უსაფრთხოებასთან ასოცირდებოდეს,” განაცხადა მონაცემთა ანალიტიკოსმა, პოლ მაკნილმა.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments