ავღანეთში დაშავებულ ქართველ სამხედროებს გერმანიაში გადაიყვანენ

urlავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაშავებული ქართველი სამხედროების – სერჟანტის გიორგი წიქარიშვილისა და პირველი კლასის რიგითის ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის შემდგომი ეტაპის გასავლელად მათი გერმანიაში გადაყვანა იგეგმება.

ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროს, 24 წლის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. უფროს  ლეიტენანტს დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში აღენიშნება. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას რეანიმაციაში გადის,  ექიმების განცხადებით, მკურნალობის პროცესში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გუშინ დაშავდა.

image_pdfimage_print

Comments

comments