მზეზე მომხდარი მძლავრი აფეთქების გამო რადიაციის ფონმა იმატა

7 სექტემბერს ღამით, საქართველოს დროით დაახლოებით 12 საათზე, მზეზე კიდევ ერთი დიდი აფეთქება მოხდა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში ეს მესამედ განმეორდა, რომელსაც უმაღლესი კლასის აქტივობა – X მიანიჭეს. ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უნივერსიტეტში (ФИАН) აცხადებენ.  მეცნიერების ცნობით, დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალია, რომლის ძალა 5-ბალიან შკალაზე 4 ბალს აღწევს და მას პლანეტარული მასშტაბი აქვს.

მეცნიერებეის ვარაუდით, მზის ჰიპერაქტიურობის პერიოდში რადიაციის მომატებულმა დონემ შესაძლოა დედამიწის მოსახლეობაში ონკოლოგიური დაავადებების ზრდა გამოიწვიოს.

 

image_pdfimage_print

Comments

comments