დედამიწაზე სასმელი წყლის უმეტესი ნაწილი პლასტიკით არის დაბინძურებული

კომპანია Orb Media–ს სპეციალისტებმა მსოფლიოს მასშტაბით წყლის ნიმუშები შეისწავლეს და შოკისმომგრელი შედეგები მიიღეს.

გაირკვა, რომ სასმელი წყალი თითქმის ყველგან პლასტიკით არის დაბინძურებული. დაბინძურების  ყველაზე მაღალი  დონე აშშ–ში აღმოჩნდა –  წყლის ნიმუშების 94 % პლასტიკით დაბინძურებული იყო. სასმელი წყლის პლასტიკით დაბინძურების ზოგადმა მაჩვენებელმა  მსოფლიოს მასშტაბით  83% შეადგინა.

ყოველწლიურად ოკეანეში 8 მილიონი ტონა პლასტიკი ჩაედინება. მიკროპლასტიკი  მიკროსკოპულ ბოჭკოებს წარმოადგენს, რომლებიც პლასტიკის დიდი ნაწილების დაშლის პროცესში რჩება. მიკროპლასტიკის კიდევ ერთი წყარო – სარეცხი მანქანებია, რომლებიც ერთ გარეცხვაში ასი ათასობით ბოჭკოს წარმოქმნიან.

მიკროპლასტიკის ბოჭკოებს ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების შთანთქვა შეუძლია, შემდეგ კი გარემოში, მათ შორის ადამიანის ორგანიზმში მათი გადაცემა. მიკროპლასტიკი შესაძლოა საშიიში ბაქტერიების გადამტანიც იყოს, თუმცა პირდაპირი კავშირი პლასტიკისა და ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებთან ჯერ დადგენილი არაა.

როგორც ჩანს, სასმელ წყალში პლასტიკის შემცველობისგან ჯერჯერობით თავს ვერ დავიცავთ. მიკროპლასტიკი ზომით იმდენად მცირეა,  რომ მას ფილტრიც კი ვერ აკავებს. მეტიც, მიკროპლასტიკი ბუტილირებულ წყალშიც აღმოაჩინეს.

კვლევის შედეგები იმის მანიშნებელია, რომ დროა კაცობრიობამ მეტი ყურადღება მიაქციოს ეკოლოგიას.

image_pdfimage_print

Comments

comments