მეცნიერებმა II ტიპის დიაბეტი შიმშილობით განკურნეს

Похожее изображение ცნობილმა ბრიტანელმა მეცნიერმა როი ტეილორმა შაქრის  დიაბეტის II ტიპის განკურნება მედიკამენტების გარეშე შეძლო. ამის შესახებ მან  ლისაბონში გამართულ დიაბეტის შესწავლის საკითხებს მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

ტეილორი ამტკიცებს, რომ დაბალკალორიული დიეტის მეშვეობით ამ ვერაგი დაავადების დამარცხებაა შესაძლებელი.

“თუ დიაბეტი მრავალი წლის მანძილზე გაქვთ, ეს არ  წარმოადგენს  პრობლემას – კუჭისქვეშა ჯირკვლიდან ცხიმის გარკვეული რაოდენობის მოშორების გზით  თქვენ ამ დაავადებისგან განთავისუფლდებით. ჯერჯერობით ეს მხოლოდ წონის მკვეთრი  დაკლებით არის შესაძლებელი.” – აღნიშნა როი ტეილორმა.

მეცნიერმა ექსპერიმენტები მღრღნელებზე ჩაატარა და დაადგინა, რომ II ტიპის დიაბეტის განვითარება ღვიძლისა და კუჭისქვეშა ჯირკვლის ცხიმიანობის მომატების ფონზე ვითარდება. თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ ამ ორგანოებიდან 1 გრამი ცხიმის მოშორება საკმარისი იყო, რათა ორგანიზმის უჯრედებმა ინსულინის მოლეკულები  ნორმალურად აღექვათ, რასაც  დიაბეტისგან  სრული განკურნება მოჰყვა.

ამჟამად ბრიტანელი მეცნიერები კლინიკურ ცდებს ადამიანებზე ატარებენ და თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, შიმშილობით მკურნალობის მეთოდიკა კლინიკურ პარქტიკაშიც დაინერგება.

image_pdfimage_print

Comments

comments